...

ფეისბუქ გვერდებზე ვრცელდება დეზინფორმაცია თბილისში გახსნილ ერეკლე II-ს ძეგლთან დაკავშირებით.

ვერდიქტი
მცდარი

2025 წლის 24 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ კახეთის გზატკეცილზე გაიხსნა ერეკლე II-ს პირველი ძეგლი თბილისში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქართული ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლებისა და ოპოზიციურად განწყობილი მედიის – ბათუმელების ინტერნეტ გვერდებზე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია თბილისში, ერეკლე II-ს ახლად გახსნილ ძეგლთან დაკავშირებით, თითქოს მას ხმალი წაართვეს და პოლიტიკური მორჩილების ნიშნად ხმლის გარეშე მოაქანდაკეს.

 

 

 

წყარო

 

ფაქტმონიტორმა გადაამოწმა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, რის შემდგომაც დაადგინა, რომ ერეკლე II-ს თბილისის ძეგლს ხმალი ნამდვილად უჭირავს და გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს.

 

ქვემოთ წარმოგიდგენთ ამონარიდებს თბი­ლი­სის მო­ნუ­მენ­ტის შექ­მნა­ში ჩარ­თულ ერთერთ სპე­ცი­­ლისტთან, მო­ქან­და­კე – ვახ­ტანგ ვარ­დო­სა­ნი­ძესთან, რომელიც ჩაწერილი და გამოქვეყნებული იქნა მედია გამოცემა ამბები ჯის ინტერნეტ გვერდზე.

ძეგლის ეს­კი­ზი მო­ქან­და­კე მე­რაბ მე­რა­ბიშ­ვილს ეკუთ­ვნის. აწ გარ­დაც­ვლილ მო­ქან­და­კეს, რო­მე­ლიც არის ერეკ­ლე II-ის კი­დევ ერთი ცნო­ბი­ლი ძეგლის ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც თე­ლავ­ში 1971 წლის 30 აპ­რილს გა­იხ­სნა.”

კრი­ტი­კოს­თან დიდი ნა­წი­ლი სო­ცი­­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ქან­და­კე­ბა­ში ერეკ­ლე მეფე არ იც­ნო­ბა, რომ მას აქვს მონ­ღო­ლო­­დუ­რი იერი, ზო­გი­ერ­თმა კი მას­ში მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ამო­იც­ნო. მათ­გან არა­ერ­თს არ მოს­წონს მე­ფის დაშ­ვე­ბუ­ლი ხმა­ლი, სხვებ­მა კი ეს ხმა­ლი სა­ერ­თოდ ვერ და­­ნა­ხეს.”

თე­ლა­ვის ძეგლი (1971): ამ ცხე­ნო­სან მო­ნუ­მენტზე ერეკ­ლე II გა­მო­სა­ხუ­ლია, რო­გორც მე­­მა­რი, ცხენ­ზე მჯდო­მა­რე მხე­დარ­თმთა­ვა­რი, და მას ხმა­ლი მარ­ჯვე­ნა ხელ­ში, მაღ­ლა აღ­მარ­თუ­ლი უჭი­რავს. ეს პოზა მე­ფის ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­­ნო­ბა­სა და სამ­ხედ­რო ღვაწლს უს­ვამს ხაზს.”

 

თბი­ლი­სის ძეგლი (2025): ეს წარ­მო­ად­გენს ერეკ­ლე II-, რო­გორც გო­ნი­ერ, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ მმარ­თველს ასა­ხავს. ამ კომ­პო­ზი­ცი­­ში მას ხე­ლით არ უჭი­რავს აწე­­ლი ხმა­ლი.”

 

იძა­ხი­ან ხმა­ლი არ აქ­ვსო, არა­და, აქვსვი­საც და­ნახ­ვა არ უნდა, ვერ და­­ნა­ხავს ორი ხმა­ლიც რომ და­­კა­ვე­ბი­ნონ. მარ­ტო ერთი მხრი­დან რომ უყუ­რე­ბენ, მე­­რე მხრი­და­ნაც შე­ხე­დონ. ყვე­ლას­თვის მო­სა­წონს ვერ გა­­კე­თებ. ოქ­რო­ში რომ ჩა­მო­ას­ხა, ვი­ღაც იტყვის, ცუდი ხა­რის­ხის ოქ­რო­აო.”

 

(სრული ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე)

 

წყარო

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ ქართულ სოციალურ ქსელებსა და მედია სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია ერეკელე II-ს ძეგლთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს, წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოების ფართო მასების შეცდომაში შეყვანას. აქვე, შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მუნიციპალური არჩევნებში საქართველოში გაიმართება მ/წლის 04 ოქტომბერს. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე ფაქტმონიტორმა გავრცელებული ინფორმაციები შეაფასა, როგორც დეზინფორმაცია.

 

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.