შალვა პაპუაშვილი: „კეთილსინდისიერების ინდექსით“ საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში”
ფაქტ-მონიტორის ვერდიქტი: შალვა პაპუაშვილის განცხადება არის ნაწილობრივ სიმართლე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. მან სოციალურ ქსელში X (ყოფილი თვითერი) დაწერა: “საქართველო “კეთილსინდისიერების ინდექსის” მიხედვით 29-ე ადგილით, ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელზეა. ინდექსი აფასებს ბიუჯეტის გამჭვირვალებას, მოქალაქეებისათვის ელექტრონული მომსახურების ხელმისაწვდომობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ადმინისტრაციული დატვირთვის დონესა და ვაჭრობის თავისუფლებას. საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ასევე, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და ნატო-ს 10 სახელმწიფოს,”
შალვა პაპუაშვილი ყურადღებას ამახვილებს ინდექსის იმ მდგენელზე, რომელიც საქართველოს შთამბეჭდავ წინსვლას გამოხატავს.
ინდექსს აქვეყნებს ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი ERCAS 2015 წლიდან. ინდექსი 2 წელიწადში ერთხელ დგება გაეროს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და სხვ. ავტორიტეტული ორგანზაციების მონაცემების მიხედვით. ცენტრმა 2023 წელს კეთილსინდისიერების ინდექსის 6 ინდიკატორი გამოავლინა: ადმინისტრაციული გამჭვირვალობა, ონლაინ-მომსახურება, ბიუჯეტის გამჭვირვალობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მოქალაქეებისათვის ელექტრონული მომსახურების ხელმისაწვდომობა და პრესის თავისუფლება.
https://corruptionrisk.org/country/?country=GEO#integrity
საქართველოს „კეთილსინდისიერების” კომპონენტში 10 ქულიანი სისტემით 7,56 ქულა მიანიჭა, რაც საქართველოს ისტორიულად საუკეთესო შედეგია.
https://corruptionrisk.org/country/?country=GEO
ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის განმარტებით, „ანგარიში იკვლევს მთავრობის გამჭვირვალობის ამჟამინდელ მდგომარეობას მთელ მსოფლიოში, სთავაზობს რეალური გამჭვირვალობის ზომას 143 ქვეყნისთვის. ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის კვლევის თანახმად საქართველო მსოფლიოს გამჭვირვალობის რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ 15 და დიდი შვიდეულის წევრ 4 სახელმწიფოს, ამასთან უთანაბრდება ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
საქართველო რეიტინგში უსწრებს კანადას, გერმანიას, იაპონიას, იტალიას, შვეიცარიას, ირლანდიას, ისლანდიას, დანიას, ჩეხეთს, პორტუგალიას, მალტას, ავსტრიას, პოლონეთს, უნგრეთს, ისრაელს, საბერძნეთს, ბელგიას, ლუქსემბურგს, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, კვიპროსს, სამხრეთ კორეას.
შალვა პაპუაშვილის განცხადება საქართველოს მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე არის სიმართლე, თუმცა მას არაფერი უთქვამს პრობლემურ საკითხებზე, რომლებზეც საუბარია ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრის მომავალი წლის კორუფციასთან ბრძოლის და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენების ერთიან პროგნოზში. შესაბამისად, ფაქტ-მონიტორმა შალვა პაპუაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნაწილობრივ სიმართლე.

