ვერდიქტი
წერეთლზე ტროტუარი ჩავარდა
ფაქტ-მონიტორის ვერდიქტი: ყალბი ამბავი
5 თებერვალს, სოციალურ ქსელში facebook, გვერდმა პოლიტიკა & საზოგადოება, გაავრცელა ფოტო წარწერით “უხარისხოდ გაკეთებულ წერეთლის გამზირზე ტროტუარი ჩავარდა”. ფოტოზე, რომელიც აღნიშნულ გვერდზე აღარ იძებნება, საკმაოდ ღრმა ნაპრალი ჩანდა, ტროტუარზე, ამოტეხილი ფილის ქვეშ.
სინამდვილეში, ფოტო აღებულია ვიდეო-რგოლიდან, რომელსაც, საფინასო საკონსულტაციო ფირმა Barita ავრცელებს საკუთარ instagram გვერდზე. სარეკლამო რგოლი გვაჩვენებს, რომ პატარ-პატარა ხარჯებით თვის განმავლობაში შესამჩნევ თანხას გვეკარგება.
შესაბამისად, მოცემული ფოტო არ ასახავს წერეთელის გამზირზე ტროტუარის მდგომარეობას. ის ყალბი ამბის შესაქმნელად იყო გამოყენებული.
