ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ქართულენოვანი ფეისბუქანგარიშებით რამდენიმე დღეა ვრცელდება და ემოციურ კომენტარებს აგროვებს AI-ის მიერ გენერირებული ვიდეო პრეზიდენტ მაკრონზე, რომელიც თითქოს ნავზე მამაკაცს კოცნის.
არაქართულენოვან საინფორმაციო სივრცეში ვიდეო სწრაფად შეფასდა „დიპფეიკად“, ანუ იდენტიფიცირებული იყო როგორც ნეიროქსელების გამოყენებით შექმნილი ყალბი ვიდეო. მისი გავრცელება მოხდა ვიდეოსაიტიდან YouTube. ის ამჟამად წაშლილია და იძებნება მხოლოდ რუსულ იუმორისტულ არხზე „ Комиссар России“.
ხელოვნური ინტელექტის კვალი აშკარად ჩანს რამდენიმე დეტალზე. პირველ რიგში ეს არის ფონი, რომელიც ვიდეოს ზედა ნაწილში ფიგურებისგან დამოუკიდებლად მოძრაობს. გადამმოწმებლება ასევე მიუთითეს, რომ „პრეზიდენტის მუცელი ახდენს მკვეთრი, განმეორებითი და არაბუნებრივი მოძრაობების დემონსტრირებას. ხოლო ამ ორ ობიექტს შორის მოქცეული სივრცე შექმნილია ფონის და არა ნავის რეინტერპრეტაციით“.


