პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას შესახებ სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოსურათი, რომელიც პოლიტიკოსს პიკანტურად წარმოაჩენს. აღნიშნული სურათი გავრცელდა სოციალური მედიის ჯგუფებში, რომელიც წარმოადგენენ: ირაკლი ღარიბაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ჯგუფებს. ფაქტმონიტორმა შეისწავლა საკითხი და დაადგინა, რომ ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სიყალბეს.
ფაქტმონიტორმა შეისწავლა საკითხი. კერძოდ, მან ინტერნეტში, Google-ს საძიებო სისტემის გამოყენებით მოიძია ინფორმაცია და მიაკვლია, რომ რეალურად სურათზე გამოსახულია აბსოლუტურად სხვა ადამიანი, რომელსაც თინა ბოკუჩავასთან არ გააჩნია რაიმე სახის კავშირი.
ხაზი უნდა გაესვას, რომ როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ჯგუფებში გავრცელება არ მომხდარა ე.წ. „ადმინის“ მიერ. თუმცა, ვინაიდან სურათი განთავსებული იყო, უამრავ ადამიანს შეეძლო, რომ წვდომა ჰქონოდა მასზე და გაცნობოდა მას.
ფაქტმონიტორის შეფასებით, აღნიშნული სურათი წარმოადგენს თინა ბოკუჩავას, არა მხოლოდ, როგორც პოლიტიკოსის, არამედ, როგორც ქალბატონის მადისკრედიტირებელ მასალას. ამ მხრივ იკვეთება მათ შორის, დისკრიმინაციული მიდგომა სქესის გათვალისწინებით და გამავრცელებლის მთავარი მიზანია, რომ გენდერული ნიშნით განაწყოს ნეგატიურად სოციალური მედიის მომხმარებელი.
აღნიშნულს მოწმობს ისიც, რომ ფოტოსურათზე დატანილია ტექსი, რასაც სექსისტური შინაარსი გააჩნია და რომელიც უხამსად მოიხსენიებს პოლიტიკოსს (ამასთან, მის დისკრედიტაციას ახდენს პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელთან მიმართებით).
ამდენად, ფოტოსურათი არის ყალბი, არის დამონტაჟებული და მასზე დატანილი, თინა ბოკუჩავას სურათი არის ჩასმული სწორედ გენდერული ნიშნით დისკრედიტაციის მიზნით. სწორედ ამიტომ, ფაქტმონიტორს მიაჩნია, რომ აღნიშნული უნდა შეფასდეს, როგორც ყალბი ამბავი.
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ ვებგვერდზე:

