...

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ იგი „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს

ვერდიქტი
ვერდიქტის გარეშე

 

2025 წლის 27 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შესახებ. მან გააკტირიკა ევროკავშირის ელჩი და აღნიშნა, რომ დიპლომატის მოქმედებები მიმართულია არა საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ თუ გაღრმავებისკენ, არამედ − იგი მოიცავს „ქართული ოცნების“ სააწინააღმდეგო შინაარსს.

 

 

წყარო (38:47 წუთიდან)

„ფაქტმონიტორი“ დაინტერესდა ევროკავშირის ელჩის საჯარო განცხადებებით, სადაც ქართული ოცნების მიმართ გვხვდება კრიტიკა. აღსანიშნავია, რომ პაველ ჰერჩინსკის, რომელიც 2022 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობას, წყარო

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის ალბათ ყველაზე წინააღმდეგობრივ და დატვირთულ პერიოდში მოუწია ელჩობა. ამ წლების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია ასე გამოიყურება (“2024 წლის ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ”):

2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ ქვეყანა 2023 წელს ევროკომისიის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს შეასრულებდა.

ნახევარი წლის შემდეგ, 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესი “დე-ფაქტო შეჩერდა”.

2024 წლის 17 ოქტომბერს, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და მოუწოდა საქართველოს, გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისია.

2024 წლის 19 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ წუხილი გამოთქვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე”.  წყარო

პაველ ჰერჩინსკი საქართველოში წარმოადგენს ევროკავშირის პოზიციას: „ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მოვალეობაა, ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენა. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან და ამას გავაგრძელებ მომავალშიც“ – უთხრა მან ჟურნალისტებს 2025 წლის 28 თებერვალს.

წყარო

რაც შეეხება კრიტიკულ მოსაზრებებს. მან გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შემობრუნება. 2024 წლის 19 მაისს “ამერიკის ხმასთან” ვრცელი ინტერვიუს დროს პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: “ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის საქმე არ არის იმის თქმა, თუ რომელი კანონია სწორი ან რომელი არა, მაგრამ ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ვუთხრა საზოგადოებას, რა შედეგები მოჰყვება ამას, ევროკავშირის გაფართოების პროცესის კუთხით, გარკვეული კანონების მიღების შემთხვევაში. და ეს არის ის, რასაც ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვაკეთებთ აქ, ევროკავშირის დელეგაციაში თბილისში… ბოდიში, მაგრამ განცხადებაში ყველაფერი ნათლადაა ნათქვამი: გაიწვიეთ ეს კანონი”. 

წყარო

ამავე ინტერვიუში ის ამბობს, რომ ევროკავშირი თანამშრომლობდა დემოკრატიულად არჩეულ ყველა მთავრობასთან, ამ ხელისუფლების ჩათვლით. “ისინი ჩვენი თანამოსაუბრეები არიან. ჩვენ მოგვწონს რაღაცები, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს. არის რაღაცები, რაც არ მოგვწონს ამ ხელისუფლებაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ განვაგრძობთ გახსნილობას და მცდელობას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, რაც, კვლავ იმედს ვიტოვებ, რომ მოხდება”.

2024 წლის 4 ოქტომბერს პაველ ჰერჩინსკიმ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერები (წყარო) და მოიხსენია ისინი, როგორც „აღმაშფოთებელი“, „სამარცხვინო“, „შემზარავი“ (წყარო). 

2024 წლის 18 ოქტომბერი − ციტირება: „არავის სურს რიგითი მოქალაქეების დასჯა, მაგრამ მოგვიწევს რეაგირება საქართველოს მთავრობის ქმედებებზე, განცხადებებზე, გადაწყვეტილებებზე. იმედი გვაქვს, არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თუ ასე არ მოხდება, მზად ვართ ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები გამოვიყენოთ. სანქციების დაწესება ადვილი არ არის, მას სჭირდება ერთსულოვანი გადაწყვეტილება, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ყველა წევრის თანხმობა არ სჭირდება. ეს არჩევნები გადამწყვეტია, მოგიწოდებთ, მიდით არჩევნებზე, თქვენი ხმა მნიშვნელოვანია. ძალაუფლება თქვენს ხელშია, გადაწყვიტოთ თქვენი ქვეყნის მომავალი“. წყარო

2024 წლის 18 ოქტომბერი − ციტირება: „თუ ქართველი ხალხი აირჩევს ცხოვრებას ერთპარტიულ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოება თავისუფლად ვერ ფუნქციონირებს, არ არის დამოუკიდებელი მედია და თითოეული ინდივიდის უფლებები დაცული არ არის, საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი“. წყარო: წყარო

2024 წლის 22 ოქტომბერი − ელჩმა გააკეთა განცხადება, რომლითაც მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მან ასევე დასძინა, რომ ხალხს უნდა აერჩია მთავრობა, რომელიც მათ მისწრაფებებსა და სურვილებს შეესაბამებოდა. აღნიშნულის შემდეგ კი პოზიტიურ კონტექსტში შეეხო 2024 წლის 20 ოქტომბრის აქციას (სიტყვებით: „კვირა“ დღეს, რაც კავშირშია აღნიშნულ პერიოდთან), რომლის ფარგლებშიც განმარტა, რომ ახალგაზრდა თაობა (შვილები) „იმსახურებენ უკეთეს მომავალს“. წყარო: წყარო

2024 წლის 22 ოქტომბერი − „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ქვეყანა ევროკავშირს შორდება“. წყარო: წყარო

2024 წლის 9 დეკემბერი – „უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა – რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ – არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან. მსგავსი ქმედებების მიმართ არანაირი ტოლერანტობა და დაუსჯელობა არ უნდა იყოს “. – განაცხადა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ვიზიტისას.

წყარო

2025 წლის 9 მაისს პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა: „დღეს კი, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი  შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია“.

წყარო

2025 წლის 14 მაისს პაველ ჰერჩინსკიმ გააკრიტიკა „ქართული ოცნება“   ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე და განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. „პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა“, – აღნიშნა მან და სანაცვლოდ დიალოგისკენ მოუწოდა

წყარო

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.