...

ირაკლი კობახიძე: იანვარ-ივლისში ნაჩვენები 8%-იანი ეკონომიკის ზრდა, ყველაზე მაღალია ფართო რეგიონის და ევროპის მასშტაბით

ვერდიქტი
ვერდიქტის გარეშე

2025 წლის 8 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „მთლიანობაში, იანვარ-ივლისის ზრდამ შეადგინა 8%, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით“.


წყარო


ირაკლი კობახიძე, როგორც ჩანს, ეყრდნობა საქართველოს ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასების უახლეს მონაცემებს, რომელიც 29 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა. ამ მონაცემებით,
2025 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.0 პროცენტით განისაზღვრა.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, 2025 წელი (%)

 

I კვარტალი

9.8

აპრილი

7.5

მაისი

7.5

ივნისი

6.3

II კვარტალის საშუალო

7.1

ივლისი

6.5

2025 წლის შვიდი თვის საშუალო

8.0

 

საქსტატი 29.08.2025

 

წყარო

ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის 2025 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი ყველაზე მაღალია „არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით“. თუ ჩავთვლით, რომ პრემიერ-მინისტრმა „ფართო რეგიონში“ იგულისხმა „ევროპის და ცენტრალური აზიის“ რეგიონი (მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით) რომელშიც შედის: აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, თურქეთი, თურქმენეთი, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, საქართველო, სერბეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია, მაშინ უნდა გადავხედოთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებას (2025-2026 წწ). უახლესი პროგნოზი გამოქვეყნდა 2025 წლის 12 ივნისს, მსოფლიო ბანკმა ახალი მონაცემებით შეცვალა იანვარში გამოქვეყნებული წინასწარი შეფასება და შეამცირა მოლოდინები. საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრულია 5.5%-ით, საქსტატის იანვარ-ივლისის მონაცემი არის 8%, რაც ნავარაუდებზე 2.5%-ით მეტია.

ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონი ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება 2025-2026 წწ

 

ქვეყანა

2025

2026

აზერბეიჯანი

2.6

2.4

ალბანეთი

3.1

3.1

ბელარუსი

2.2

1.2

ბოსნია და ჰერცეგოვინა

2.7

3.1

ბულგარეთი

2.0

2.2

თურქეთი

3.1

3.6

თურქმენეთი

 

 

კოსოვო

3.8

3.8

მოლდოვა

0.9

2.4

მონტენეგრო

3.0

2.9

პოლონეთი

3.2

3.0

რუმინეთი

1.3

1.9

რუსეთი

1.4

1.2

საქართველო

5.5

5.0

სერბეთი

3.5

3.9

სომხეთი

3.2

3.1

ტაჯიკეთი

7.0

4.9

უზბეკეთი

5.9

5.9

უკრაინა

2.0

5.2

ყაზახეთი

4.5

3.6

ყირგიზეთი

6.8

5.5

ჩრდილოეთ მაკედონია

2.6

2.7

ხორვატია

3.1

3.0

 

მსოფლიო ბანკი, ივნისი 2025 წ

წყარო

მონაცემები აჩვენებს, რომ მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასებით, ეკონომიკის ზრდის მოლოდინი საქართველოზე მეტი იყო ტაჯიკეთში (7.0%), უზბეკეთისა (5.9%) და ყირგიზეთში (6.8%). აქედან შთამბეჭდავი ზრდა აჩვენა ყირგიზეთმა იგივე 2025 წლის იანვარივლისის მონაკვეთში. ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული სტატისტიკის კომიტეტის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 11,5%-ით გაიზარდა,

წყარო

ზოგადად, მსოფლიო ბანკის ივნისის თვის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს რეგიონში ეკონომიკის ზრდის ტემპის 2.4%-მდე შენელება არის ნავარაუდები. კლების ტენდენცია შეეხება რეგიონის უმეტეს ქვეყნებს. სავარაუდოდ ზრდის ტემპი შემცირდება ევროზონის ქვეყნებშიც, რაც გამოიწვევს სავაჭრო და ფინანსური ნაკადების შემცირებას. არის მოლოდინი, რომ ნედლეულზე მოთხოვნისა და ფასის შემცირება განსხვავებულ გავლენას მოახდენს რეგიონის ქვეყნებზე: ენერგორესურსების ექსპორტიორ ქვეყნებზე აისახება ნეგატიურად – აზარბეიჯანზე, ყაზახეთსა და რუსეთზე, ასევე მეტალების ექსპორტიორებზე მაგ., ტაჯიკეთზე, მაგრამ ამავე დროს სარგებელს მოუტანს ენერგორესურსების იმპორტიორ თურქეთს.

წყარო

2025 წლის 23 აპრილის ანგარიშით მსოფლიო ბანკი პროგნოზირებდა, რომ ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონი იქნებოდა ცენტრალური აზია, ნავარაუდები 4,7%-მდე შემცირების მიუხედავად. შემცირებას განაპირობებდა ექსპორტის და ფულადი გადარიცხვების შემცირება, ასევე დინამიკის კლება ყაზახეთის ნავთობის დარგში.

სამხრეთ კავკასიაში 2025-2026 წლებში ეკონომიკის ზრდა 3,5%-მდე იყო ნავარაუდები, სავაჭრო-საშუამავლო საქმიანობით გამოწვეული მეორადი ეფექტების შესუსტების, მუშახელის და კაპიტალის შემცირების გამო.

იყო მოლოდინი, რომ რუსეთში ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდებოდა 1,3%-მდე, უკრაინაში 2%-მდე. პროგნოზის მიხედვით თურქეთის ეკონომიკა მცირედ გაიზრდება 3,3%-მდე. 

ევროზონის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკების აღდგენის შემაფერხებელ ფაქტორებად მოაზრებული იყო სავაჭრო წინაღობების ზრდა და ტვირთების მოძრაობასთან დაკავშირებული ირიბი მეორადი ეფექტები. ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდებოდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში 3,4%-მდე, ცენტრალური ევროპის ქვეყნებში კი უმნიშვნელოდ გაიზრდებოდა 2,7%-მდე.

წყარო

მიუხედავდ იმისა, რომ პრემირ-მინისტრს რეგიონი არ დაუკონკრეტებია, ევროპა და ცენტრალური აზიის რეგიონშიც კი, სადაც უმეტეს ქვეყნებში ნაჩვენები ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების ფონზე, იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოს ეკონომიკის 8%-იანი ზრდა მნიშვნელოვან შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.

 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.