...

ირანი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და “საქართველოსთვის საფრთხის” ნარატივი – სად იყო ფაქტი და სად სპეკულაცია

ვერდიქტი
ვერდიქტის გარეშე

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ქართულ და რეგიონულ საინფორმაციო სივრცეში სწრაფად გავრცელდა ორი ნარატივი:
პირველითითქოს ირანმა ბაქოთბილისიჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენს შეიძლება დაარტყას;
და მეორეთითქოს ირანის სამიზნე საქართველოც შეიძლებოდა გამხდარიყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს საზოგადოებაში ნარატივებმა ძლიერი ემოციური რეაქცია გამოიწვია. სოციალურ ქსელებსა და მედიის ნაწილში ერთმანეთში ირეოდა დაუდასტურებელი ცნობები, წყაროებზე დაყრდნობილი ვარაუდები, ოფიციალური განცხადებები და პოლიტიკური შეფასებები. შედეგად შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს მიმართ პირდაპირი სამხედრო საფრთხე უკვე დადასტურებული იყო.

მოგვიანებით ერთი მათგანი ნაწილობრივ დაადასტურა აზერბაიჯანის  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (DTX). მათ განცხადეს ირანული ჯაშუშური ქსელის გაუვნებელყოფის შესახებ, რომელიც ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე. ინფორმაცია 6 მარტს გავრცელდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიით (AzTV).  


როგორ დაიწყო BTC მილსადენის თემის გავრცელება?

ამ ნარატივის პირველი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 3 მარტს ბრიტანულმა გამოცემა Middle East Eye-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ირანი განიხილავდეს ბაქოთბილისიჯეიჰანის ნავთობსადენს როგორც შესაძლო სამიზნეს. სტატიის მიხედვით, მილსადენი ირანისთვის საინტერესო შეიძლება იყოს, რადგან ის რეგიონში ისრაელთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ არხს წარმოადგენს.

მათ მასალას დაეყრდნო არაერთი მედია და ფეისბუქგვერდი, რომელთა სათაურების ნაწილში ინფორმაცია უფრო მკვეთრი ფორმით გავრცელდა არა როგორც შესაძლო საფრთხე ან ვარაუდი, არამედ თითქმის როგორც მოსალოდნელი დარტყმა.

ამგვარად, ინფორმაციის გავრცელებისას ფორმულირება შეიცვალა:
მედიაცნობაშესაძლო სამიზნეზეზოგიერთ პლატფორმაზე გადაიქცა ფორმულად– “ირანი BTC- დაარტყამს.

წყარო: Middle East Eye

მედიაში თემის შემდგომ გავრცელებას ხელი შეუწყო სხვა გამოცემებმაც, რომლებიც Middle East Eye-ის ინფორმაციას ეყრდნობოდნენ.

წყარო: Georgia Today

როგორ გაძლიერდა თემა ქართულ საინფორმაციო სივრცეში?

BTC მილსადენის თემას დამატებითი ყურადღება მას შემდეგ დაეთმო, რაც Civil Georgia- აზერბაიჯანში დრონებით თავდასხმის შესახებ მასალაში აღნიშნა, რომ რეგიონში უსაფრთხოების შიში გაიზარდა მას შემდეგ, რაც Middle East Eye-მა დაწერა ირანის შესაძლო ინტერესზე მილსადენის მიმართ.

ეს არ იყო დამოუკიდებელი დადასტურება გამოცემა მხოლოდ უკვე არსებულ მედიარეპორტზე მიუთითებდა. თუმცა ინფორმაციულად ამან თემის გავრცელებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

ასე ჩამოყალიბდა საინფორმაციო გარემო, სადაც ერთი დაუდასტურებელი მედიაცნობა სხვადასხვა წყაროში განმეორებით ციტირების შედეგად უფრო მძიმე და დადასტურებულად აღიქმებოდა.

წყარო: Civil Georgia

ნარატივიირანი საქართველოს დაარტყამს

სრულიად სხვა კატეგორიას მიეკუთვნება ნარატივი, თითქოს ირანის შესაძლო სამიზნე თავად საქართველოც შეიძლება გახდეს.

ამ მიმართულებით გავრცელებული მასალები ძირითადად ორ ტიპად შეიძლება დაიყოს: სოციალური ქსელების ემოციური პოსტები და გადათამაშებული მედიასათაურები და მეორე, პოლიტიკური ან სარედაქციო სტატიები, რომლებიც ფაქტზე კი არა, ვარაუდზეა აგებული.

მაგალითად, გამოცემასაქართველო და მსოფლიოერთერთ სტატიაში წერს, რომ უკვე ისმის საუბარი, თითქოსაშშმა ირანს რაკი დაარტყა, ხვალ საქართველოს დაარტყამს“, თუმცა იმავე ტექსტში ავტორი თავადვე აღნიშნავს, რომ არ იცის მოვლენები რეალურად ასე განვითარდება თუ არა.

ამ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი: სადაზვერვო ინფორმაცია, სახელმწიფო სტრუქტურის განცხადება, საერთაშორისო სანდო წყაროს დადასტურება, შესაბამისად, ასეთი ტექსტები უფრო პოლიტიკური ინტერპრეტაციისა და შიშის გაძლიერების კატეგორიაში გადადის.

წყარო: Geworld


რას ამბობდა ოფიციალური თბილისი?

ოფიციალურ დონეზე საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა ამ პერიოდში ბევრად უფრო ფრთხილი იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და ხაზს უსვამს დეესკალაციის მნიშვნელობას.

საჯაროდ ხელმისაწვდომ განცხადებებში საქართველოს ხელისუფლებას არ უთქვამს, რომ ქვეყანას ირანის მხრიდან უშუალო სამხედრო დარტყმის დადასტურებული საფრთხე ემუქრება.

წყარო: Interpressnews


წყარო: Civil Georgia


რატომ არის მნიშვნელოვანი ფორმულირებების განსხვავება?

ამ ინფორმაციულ ქაოსში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიაში გამოყენებული ფორმულირებების სწორად გაგება.

როცა მედიასაშუალება წერს:
შესაძლოა
წყარო ამბობს“,
არსებობს შიში“,
მაღალჩინოსნები განიხილავენ

ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ კონკრეტული სამხედრო გეგმა დადასტურებულია.

და პირიქით, როდესაც ოფიციალური უწყება საუბრობს აღკვეთილ გეგმაზე ან უსაფრთხოების საფრთხეზე, ეს არ ნიშნავს, რომ თავდასხმა უკვე მოხდა ან რომ საფრთხე ავტომატურად საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო დარტყმას გულისხმობს.

ფაქტი და სპეკულაცია

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, სურათი ასეთია:

BTC მილსადენის საკითხი თავდაპირველად გავრცელდა, როგორც დაუდასტურებელი მედიაცნობა. მოგვიანებით თემაზე საუბარი გაჩნდა რეგიონულ მედიაშიც, თუმცა ოფიციალური დადასტურება შესაძლო თავდასხმის შესახებ არ არსებობდა.

საქართველოს შესაძლო დაბომბვის თემა ძირითადად გავრცელდა სოციალური ქსელებისა და პოლიტიკური კომენტარების ფორმით და არ არსებობს სახელმწიფო ან საერთაშორისო წყაროს დადასტურება.

საბოლოოდ, საინფორმაციო სივრცეში შექმნილი შთაბეჭდილების მიუხედავად, ამ ეტაპზე საჯაროდ ხელმისაწვდომი სანდო წყაროები არ ადასტურებს, რომ ირანი საქართველოს მიმართ პირდაპირ სამხედრო დარტყმას გეგმავს ან გეგმავდა.
თემა ძირითადად დაუდასტურებელი ცნობების, ვარაუდებისა და პოლიტიკური კომენტარების კომბინაციის შედეგად გაძლიერდა.

მედია / რეპოსტები, რომლებმაც ინფორმაცია გაავრცელეს

Georgia Today
Iran signals possible strike on Baku-Tbilisi-Ceyhan pipeline supplying Israel

წყარო

Facebook – Mtavari

წყარო
Facebook – NewPostsGeorgia

წყარო

Facebook – Tabula (Middle East Eye-ზე დაყრდნობით რეპოსტი)

წყარო

Geworld

წვიმა და ქუხილი თარსი დღის ფონზე

წყარო

Civil Georgia

MFA ‘Closely Monitoring’ Middle East Situation Amid US-Israeli, Iranian Strikes

წყარო

Interpressnews

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

წყარო

 

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.

 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.