...

პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის” კუთვნილ FACEBOOK გვერდზე „გახარია news საქართველოსთვის” გამოქვეყნდა ფოტომასალა.

ვერდიქტი
მანიპულაცია

პირველ ფოტოზე ასახულია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, ხოლო მეორე ფოტომასალა ასახავს 2021 წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და მის გვერდით მდგომ სერგეი გავრილოვს.

 

ვერდიქტი: მანიპულაცია

 

წყარო


2025 წლის 14 აპრილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადდა პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც კომისიის კითხვებს გასცა პასუხები. განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო 2019 წლის 20-21 ივნისს მომხდარი აქცია და მისი დაშლა, რაც უკავშირდებოდა საქართველოს პარლამენტში სერგეი გავრილოვის ყოფნას.


აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტში, ხოლო შემდგომ მასთან ერთად იმყოფებოდა რესტორანში. მისი თქმით აღნიშნული მოვლენა მოხდა 2019 წლის 20 ივნისის ღამეს. აღნიშნულზე კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მიერ განმარტებული იქნა, რომ 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა აზერბაიჯანში, კერძოდ, ბაქოში და ის ვერ უმასპინძლებდა სერგეი გავრილოვს რესტორანში.


გიორგი გახარიას ნათქვამი ორი გვერდიგვერდ შეპირისპირებული ფოტომასალის საშუალებით გადმოიცა (გამოქვეყნდა) პარტია „გახარია საქართველოსთვის” კუთვნილ ფეისბუქ გვერდზე. პირველ ფოტოზე ასახულია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, ხოლო მეორე ფოტომასალა ასახავს 2021 წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და მის გვერდით მდგომ სერგეი გავრილოვს.


ფაქტმონიტორი დაინტერესდა აღნიშნული განცხადებით და იმ პერიოდის მედიას გადახედა, რის შედეგადაც დადასტურდა რომ 20-21 ივნისს ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში იმყოფებოდა.


„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2019 წლის 20-21 ივნისს აზერბაიჯანს ეწვევა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აზერბაიჯანში შეხვედრებზე საუბარი იქნება ორმხრივ თანამშრომლობაზე.” აღნიშნულს განმარტავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატია.

 

წყარო

 


ფოტო, სადაც ირაკლი კობახიძე და სერგეი გავრილოვი ჭიქებით ხელში არიან გადაღებულია 2019 წლის 19 ივნისს, რასაც ადასტურებს ტაბულას იმავე წლის 20 ივნისის არქივი:

 

„გუშინ 19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა სერგეი გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს.” ნათქვამია ტაბულას ვებ-გვერდზე 2019 წლის 20 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში.

წყარო


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაბრუნდა 2019 წლის 21 ივნისს, რასაც ადასტურებს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავრცელებული სტატია.

 

წყარო


რაც შეეხება 2019 წლის 19 ივნისს გადაღებულ ფოტოს, სადაც ირაკლი კობახიძე და სერგეი გავრილოვი ერთად არიან ასახულნი, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ განმარტა შემდეგი: „რაც შეეხება ფოტოს გადაღებას, იყო სიტუაცია, როდესაც თითოეული ჩვენგანი იყო იმ მიღებაზე, რომელიც გაიმართა. როდესაც დგახარ ერთ ადგილას და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი, რომელიც არის ჩამოსული, ვინც არ უნდა იყოს, ბუნებრივია, ვერ გაიქცევი იმ ადგილიდან, ესეც იყო სამწუხაროდ ერთგვარი პროვოკაცია ისეთივე პროვოკაცია, როგორიც ვიხილეთ მეორე დღესაც.”

წყარო


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ფოტომასალა შეიცავს იმ სახის მანიპულაციურ შინაარს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კერძოდ, ფოტომასალზე მოცემულია კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის სიტყვები, რომელმაც კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს ირაკლი კობახიძე არ იმყოფებოდა საქართველოში, ხოლო მის საპირწონედ მეორე სურათზე ასახულია ირაკლი კობახიძესა და სერგეი გავრილოვის ერთად (გვერდიგვერდ) დგომის ამსახველი ფოტომასალა, არცერთ ფოტოს არ აქვს მიწერილი განმარტება ან/და ფოტომასალის შესრულების თარიღი. შესაბამისად, ორივე ფოტომასალის შეპირისპირების კონტექსტი იმგვარად არის წარმოჩენილი, თითქოს თეა წულუკიანის ნათქვამი წარმოადგენს სიცრუეს და 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა საქართველოში და ჭიქით ხელში იდგა გავრილოვის გვერდით. სინამდვილეში თეა წულუკიანის ნათქვამი არის სიმართლე, ვინაიდან სხვადასხვა არიქივით დასტურდება, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა აზერბაიჯანში, კერძოდ, ბაქოში და მან საქართველოში მიმდინარე მოვლენების დროს 21 ივნისს ვადაზე ადრე შეწყვიტა ვიზიტი და დაბრუნდა საქართველოში. ხოლო ფოტო გადაღებულია 2019 წლის 19 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელიც ჩატარდა არა საქართველოს პარლამენტში, არამედ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში.   


ამდენად, ფაქტმონიტორის შეფასებით პარტია „გახარია-საქართველოსთვის” კუთვნილ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტომასალა და მისი კონტექსტი არის დეზინფორმაციული ხასიათის შემცველი მანიპულაცია. რასაც მიენიჭა შესაბამისი ვერდიქტი – მანიპულაცია.

 

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე

ბმული

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.