...

სალომე სამადაშვილი: მე არ ვიცი ადგილობრივ არჩევნებს რა ლეგიტიმაცია ექნება დღეს, ჩაუტარებელ არჩევნებზე ვერ ვისაუბრებ

ვერდიქტი
პოზიცია შეცვალა

2 ივნისს „პალიტრანიუსში“ სტუმრობისას, “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ „ადგილობრივი არჩევნები ტარდება კონსტიტუციის თანახმად და ჩატარდება ყველა შემთხვევაში“, ხოლო თავად ვერ ხედავს ნიშნებს, რომლებიც მთავრობისთვის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის არმონაწილეობით შექმნილ დისკომფორტზე მიუთითებენ. შემდეგ განმარტა, რომ ერთი მხრივ არ გამოვა ადგილობრივი არჩევნების სრული ბოიკოტი – რადგან ვიღაც მაინც მიიღებს მონაწილეობას, „…მაგრამ მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი არის, სწორედ როდესაც ლეგიტიმაციაზე არის საუბარი. მე არ ვიცი ადგილობრივ არჩევნებს რა ლეგიტიმაცია ექნება დღეს, ჩაუტარებელ არჩევნებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე ვიცი რომ ჩატარებულ არჩევნებს საპარლამენტოს, არ მიუღია დემოკრატიული ლეგიტიმაცია. ამიტომ ძალიან მცდარი არგუმენტია როდესაც კოლეგები ამბობენ და სხვათა შორის ქართული ოცნების პროპაგანდის ხაზიც ეს არის, რომ ადგილობრივ არჩევნებში თუ მიიღებს ვინმე მონაწილეობას, ამით ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას. ვერავინ ვერ მისცემს, ის რაც არის ასე ვთქვათ მკვდარი, თავიდან ვერ მოკვდება“.

წყარო

ფაქტმონიტორი თვლის, რომ სახეზეა პოლიტიკოსის მიერ პოზიციის ცვლილება. კერძოდ, თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაციის შეფასების საკითხზე, რადგან მ/წლის მარტში სალომე სამადაშვილი თვითმმართველობის არჩევნებს მიიჩნევდა არალეგიტიმურად და თვლიდა, რომ არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას აზრი არ ჰქონდა. 6 მარტს ტვ პირველის ეთერში მან თქვა: „თვითმმართველობის არჩევნები უკვე არის გამოცხადებული არალეგიტიმურად, თუ არ შედგა შესაბამისი ცვლილებები, ამიტომ არჩევანზე კი არ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ ჩამოვიდა ევროსაბჭოს შესაბამისი დელეგაცია, შეისწავლა ვითარება და თქვა, უნდა გადადოთ ადგილობრივი არჩევნებიო, იმიტომ, რომ არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. აქ საკითხი არ არის, ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, არამედ ამ ქვეყანაში საერთოდ არსებობს არჩევნები თუ გააუქმეს ოფიციალურად. დასავლეთი გვეუბნება, რომ გაუქმებულია არჩევნები“.

წყარო

შესაბამისად, სალომე სამადაშვილის განცხადება, რომელიც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა, შეფასდა როგორც პოზიციის ცვლილება.

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე

 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.