ტელეკომპანია ტვ პირველის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ეხება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ახალ სახელმძღვანელოს სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ სტატიაში ბრიტანეთის ახალი სახელმძღვანელოს გამოქვეყნება განმარტებულია, როგორც ქართული ბიზნესისთვის სანქციების დაწესების გარდაუვალობა. აღნიშნულ სტატიას მოჰყვა არაერთი კომენტარი საქართველოს ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლების მხრიდან.
დიდი ბრიტანეთის მიერ გავრცელებულ სახელმძღვანელოში ვკითხულობთ:
Why this matters to businesses in Georgia
3.1. Circumvention of UK sanctions
Russia is going to great lengths to circumvent sanctions and continues to procure Western military, dual-use and other critical goods through third countries, including battlefield technologies. Russia relies on deceptive tactics, such as indirect shipping routes, falsification of the end-uses of goods and professional evasion networks.
For example, in the context of Georgia, this might include:
– A firm in Georgia may receive an order from a Russian importer for goods that are subject to UK sanctions and so cannot be obtained directly from the UK.
– The Georgian firm orders the goods from a UK supplier without informing them or others involved (such as banks, insurers, shippers) that the end-user of the goods is in Russia.
– The UK supplier exports the goods to the Georgian firm, which then re-exports them to Russia.
This type of practice and others like it constitute the circumvention of sanctions. These risks may affect all parties in a supply chain, irrespective of the form of their involvement or their size. The UK, alongside G7 partners, committed to take action on circumvention in 2024 (PDF, 768 KB).
„ბრიტანეთის საელჩო საქართველოში სანქციების შესახებ ახალ სახელმძღვანელოს ავრცელებს, რომელიც საქართველოში მოქმედი ბიზნესების მხარდაჭერას ისახავს მიზნად
მათივე ინფორმაციით, სახელმძღვანელო ასახავს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობას სანქციებთან დაკავშირებით და წარმოადგენს პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც ბიზნესებს დაეხმარება სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვაში და შესაბამისობის უზრუნველყოფაში.
სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს სანქციების გვერდის ავლისთვის და აგრძელებს დასავლური სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სხვა კრიტიკული საქონლის, მათ შორის საბრძოლო ტექნოლოგიების, მესამე ქვეყნების მეშვეობით შეძენას. რუსეთი ეყრდნობა ისეთ ტაქტიკას, როგორიცაა არაპირდაპირი გადაზიდვის მარშრუტები, საქონლის საბოლოო დანიშნულების გაყალბება და თავის არიდების პროფესიონალური ქსელები.
სახელმძღვანელოს მიხედვით, საქართველოს კონტექსტში, ეს შეიძლება მოიცავდეს:
● საქართველოში მოქმედმა კომპანიამ შეიძლება მიიღოს შეკვეთა რუსი იმპორტიორისგან იმ საქონლის შესახებ, რომელიც ექვემდებარება დიდი ბრიტანეთის სანქციებს და ამიტომ პირდაპირ დიდი ბრიტანეთიდან მისი მიღება შეუძლებელია.
● ქართული კომპანია საქონელს უკვეთავს დიდი ბრიტანეთის მიმწოდებლისგან, ისე, რომ არ აცნობებს მას ან სხვა დაინტერესებულ პირებს (როგორიცაა ბანკები, დამზღვევები, გადამზიდავები) და საქონლის საბოლოო მომხმარებელი რუსეთშია.
● დიდი ბრიტანეთის მიმწოდებელი ექსპორტს უწევს საქონელს ქართულ ფირმაში, რომელიც შემდეგ ხელახლა ახორციელებს მის ექსპორტს რუსეთში.
სახელმძღვანელოში ასევე აღნიშნულია ის რისკები, რომლებიც შესაძლოა ქართულ ბიზნესს დაემუქროს.
„მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან იურიდიულად ვალდებულნი დაიცვან დიდი ბრიტანეთის სანქციები, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობის არმქონე სხვა პირები, რომლებიც ხელს უწყობენ დიდი ბრიტანეთის სანქციების გვერდის ავლას, გარკვეული რისკების წინაშე დგანან, როგორიცაა:
● დიდ ბრიტანეთს შეუძლია დაგიწესოთ სანქციები პირდაპირ თქვენ, როგორც ფიზიკურ პირს, ან იმ სუბიექტებს, რომლებსაც თქვენ ფლობთ ან აკონტროლებთ, თუ თქვენ ჩართული ხართ საქმიანობაში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას.
● მაშინაც კი, თუ თქვენ არ ხართ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოქცევამ შეიძლება სერიოზული შედეგები მოიტანოს თქვენი ბიზნესისა და სხვა ფინანსური ოპერაციებისთვის. დიდი ბრიტანეთის სანქციები ავალდებულებს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებსა და სუბიექტებს ყველგან.
● დიდი ბრიტანეთის თითოეულმა ბანკმა და ბევრმა საერთაშორისო ბანკმა შეიძლება გაყინოს თქვენი ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ფლობთ და უარს იტყვიან თქვენთვის ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე.
● თუ დიდი ბრიტანეთის ფირმებმა უნდა უზრუნველყონ დაზღვევა ან გადაზიდვის/სატვირთო მომსახურება, ისინი ასევე უარს იტყვიან თქვენთან თანამშრომლობაზე, თუ თქვენ ან რომელიმე სხვა მხარე ან შესაბამისი საქონელი სანქცირებული იქნება.”- წერია დოკუმენტში.
ანგარიშის მიხედვით, ზემოთ აღნიშნულის შედეგად, ბევრი ბრიტანელი კომპანია უარს იტყვის ასეთ პირებთან ან კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე, თუ ისინი ვერ ამტკიცებენ, რომ დანერგეს ეფექტური ზომები, რათა თავიდან აიცილონ მათგან მიღებული ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების გაგზავნა რუსეთში ან რუსეთთან დაკავშირებული პირებთან.“
ზემოაღნიშნული სახელმძღვანელოს გაცნობისა და გაანალიზების შედეგად ირკვევა, რომ დიდი ბრიტანეთი არ ემუქრება საქართველოს ბიზნესს, საქართველოში მოქმედ კომპანიებს ახალი სანქციებით, არამედ საუბარია რუსეთის ფედერაციისთვის არსებული სანქციების გამკაცრებაზე, რაც მოიცავს ყველა იმ კომპანიის დასანქცირებას, რომელიც რუსეთის ფედერაციას დაეხმარება სანქციების გვერდის ავლაში და რუსეთის რომელიმე კომპანიას თუ საწარმოს მიაწვდის საქონელს ან მომსახურებას სანქციების გვერდის ავლის მიზნით. მათ შორის იგულისხმება საქართველოს რეზიდენტი კომპანიებიც თუ ისინი იქნებიან მხილებულნი აღნიშნულ ქმედებებში. ამდენად, ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ახალი სახელმძღვანელო მიზნად არ ისახავს საქართველოში მოქმედი კომპანიების დასჯას მათი დასანქცირებით, არამედ განმარტავს, რომ დიდი ბრიტანეთი აუკრძალავს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ კომპანიებს ითანამშრომლონ ისეთ კომპანიებთან, რომელთაც დაუდგინდებათ რუსეთთან კავშირი, მათ შორის აღნიშნული ეხება საქართველოს და მის რეზიდენტ საწარმოებსაც. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი არ ემუქრება საქართველოს ახალი სანქციებით, არამედ განმარტავს თუ ვის და რა შემთხვევაში შეეხება სანქციები და რა შემთხვევაში მოხდება აღიშნული საქნციების გაფართოება. ტელეკომპანია ტვ პირველის მიერ კი მეტწილად არასწორი შინაარსით იქნა გადმოცემული სახელმძღვანელოს შინაარსი. სწორედ ამიტომ ფაქტმონიტორმა ტვ პირველის სტატია შეაფასა, როგორც მეტწილად მცდარი.
ასევე, გთხოვთ, იხილოთ სახელმძღვანელოს განმარტება ქართულ ენაზე.
–
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე


