...

ფეისბუქგვერდები, რომლებიც საქართველოში მოქმედ ტელე და ინტერნეტ მაუწყებლობებს ეკუთვნის, ავრცელებენ ილონ მასკის ყალბ სიტყვებს: “ვფიქრობ, ირანი ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა ინვესტიციებისთვის. მომავალში ალბათ ვესტუმრები ამ ქვეყანას.”

ვერდიქტი
მცდარი

ფეისბუქგვერდები, რომლებიც საქართველოში მოქმედ ტელე და ინტერნეტ მაუწყებლობებს ეკუთვნის, ავრცელებენ ილონ მასკის ყალბ სიტყვებს: “ვფიქრობ, ირანი ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა ინვესტიციებისთვის. მომავალში ალბათ ვესტუმრები ამ ქვეყანას.”

 

ვერდიქტი: მცდარი

 

 

წყარო

 

წყარო

წყარო

 რუსთავი2, ინფო9 და აიპრეს.ჯიზე გამოქვეყნებული ილონ მასკის ყალბი ციტატის სავარაუდო პირველწყაროს წარმოადგენს პრორუსული X – ანგარიში  “Sprinter Observer. აქვე აღსანიშნავია, რომ თავად მასკის კომენტარი ვიზიტთან დაკავშირებით არ იძებნება.

 

წყარო

ამასთან, ყურადსაღებია, რომ იმავე ინტერნეტ გამოცემა ინფო9 და ასევე ნიუსჰაბ.ჯი ავრცელებს სხვა ქარდებსაც, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკით გამორჩეული ამერიკელი კონგრესმენის, ჯო ვილსონის განცხადებებს საქართველოსა და ირანის ურთიერთობის შესახებ, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტს თეირანში. აღნიშნულ ქარდებზე ჯო ვილსონის საპირწონედ წარმოდგენილია ილონ მასკის ფოტო განმარტებით, რომ მას აქვს სურვილი ეწვიოს ირანს. აღნიშნული ქარდების ავტორი ცდილობს საქართველოსთან დაკავშირებით ჯო ვილსონის კრიტიკული განცხადება გადაფაროს მისი თანაგუნდელის, ილონ მასკის განცხადებით ირანში ვიზიტთან დაკავშირებით და ამით შექმნას ერთგვარი არასწორი მოლოდინი თუ ინტერპრეტაცია, რაც უდავოდ ემსახურება საზოგადოების ფართო მასების შეცდომაში შეყვანასა და არასწორი კონტრნარატივის ჩამოყალიბებას.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში მრავლად მოიძებნება ჯო ვილსონის  განცხადებები ირანზე და საქართველოს მთავრობაზე

წყარო

წყარო

წყარო

 

 

წყარო

 

წყარო

 თავად ილონ მასკის ოფიციალური განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, რომლებიც მან ადრე გააკეთა პლატფორმა X-ზე, ის არათუ არ გეგმავს ვიზიტს ირანში, არამედ ირანთან რაიმე კავშირსაც კი უარყოფს.

 

წყარო

 

წყარო

 რაც შეეხება მასკის ირანთან გადაკვეთას. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანულმა გაზეთმა Etemad, რომელიც პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანის მთავრობასთან დაახლოებულ მედიასაშვალებად მიიჩნევა, მოუწოდა ოფიციალურ პირებს ლონ მასკი თეირანში მოიწვიონ. გაზეთმა მილიარდერთან და ტრამპის მრჩეველთან ურთიერთობის შესაძლებლობას დაარქვაოქროს შესაძლებლობა ქვეყნისთვის.

წყარო

 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.