2025 წლის 24 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ კახეთის გზატკეცილზე გაიხსნა ერეკლე II-ს პირველი ძეგლი თბილისში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქართული ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლებისა და ოპოზიციურად განწყობილი მედიის – ბათუმელების ინტერნეტ გვერდებზე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია თბილისში, ერეკლე II-ს ახლად გახსნილ ძეგლთან დაკავშირებით, თითქოს მას ხმალი წაართვეს და პოლიტიკური მორჩილების ნიშნად ხმლის გარეშე მოაქანდაკეს.
ფაქტმონიტორმა გადაამოწმა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, რის შემდგომაც დაადგინა, რომ ერეკლე II-ს თბილისის ძეგლს ხმალი ნამდვილად უჭირავს და გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ამონარიდებს თბილისის მონუმენტის შექმნაში ჩართულ ერთ–ერთ სპეციალისტთან, მოქანდაკე – ვახტანგ ვარდოსანიძესთან, რომელიც ჩაწერილი და გამოქვეყნებული იქნა მედია გამოცემა ამბები ჯის ინტერნეტ გვერდზე.
„ძეგლის ესკიზი მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილს ეკუთვნის. აწ გარდაცვლილ მოქანდაკეს, რომელიც არის ერეკლე II-ის კიდევ ერთი ცნობილი ძეგლის ავტორი, რომელიც თელავში 1971 წლის 30 აპრილს გაიხსნა.”
„კრიტიკოსთან დიდი ნაწილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქანდაკებაში ერეკლე მეფე არ იცნობა, რომ მას აქვს მონღოლოიდური იერი, ზოგიერთმა კი მასში მიხეილ ყაველაშვილი ამოიცნო. მათგან არაერთს არ მოსწონს მეფის დაშვებული ხმალი, სხვებმა კი ეს ხმალი საერთოდ ვერ დაინახეს.”
„თელავის ძეგლი (1971): ამ ცხენოსან მონუმენტზე ერეკლე II გამოსახულია, როგორც მეომარი, ცხენზე მჯდომარე მხედართმთავარი, და მას ხმალი მარჯვენა ხელში, მაღლა აღმართული უჭირავს. ეს პოზა მეფის ბრძოლისუნარიანობასა და სამხედრო ღვაწლს უსვამს ხაზს.”
„თბილისის ძეგლი (2025): ეს წარმოადგენს ერეკლე II-ს, როგორც გონიერ, სახელმწიფოებრივ მმართველს ასახავს. ამ კომპოზიციაში მას ხელით არ უჭირავს აწეული ხმალი.”
„იძახიან ხმალი არ აქვსო, არადა, აქვს… ვისაც დანახვა არ უნდა, ვერ დაინახავს ორი ხმალიც რომ დააკავებინონ. მარტო ერთი მხრიდან რომ უყურებენ, მეორე მხრიდანაც შეხედონ. ყველასთვის მოსაწონს ვერ გააკეთებ. ოქროში რომ ჩამოასხა, ვიღაც იტყვის, ცუდი ხარისხის ოქროაო.”
(სრული ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე)
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ ქართულ სოციალურ ქსელებსა და მედია სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია ერეკელე II-ს ძეგლთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს, წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოების ფართო მასების შეცდომაში შეყვანას. აქვე, შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მუნიციპალური არჩევნებში საქართველოში გაიმართება მ/წლის 04 ოქტომბერს. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე ფაქტმონიტორმა გავრცელებული ინფორმაციები შეაფასა, როგორც დეზინფორმაცია.
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე



