...

ფოტომანიპულაციის მიხედვით სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციას ვარსკვლავ-ზოლიანი ტანსაცმელით დაესწრო

ვერდიქტი
მცდარი

გაყალბებული ფოტოსურათი, რომელზეც თითქოს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მყოფი სალომე ზურაბიშვილია აღბეჭდილი, სოციალურ ქსელში 20 იანვრიდან ვრცელდება. ფოტოზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აშშ-ს დროშის ინსპირაციით შექმნილი ვარსკვლავებიანი და ზოლებიანი წითელი მოსაცმელით არის წარმოდგენილი. მომხმარებლებმა, ვინც მანიპულაციას წამოეგო, მისი “შეუსაბამო” ჩაცმულობის გამო აღშფოთებული კომენტარები დაწერეს.

 

წყარო

სინამდვილეში აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დროშის ფერებში იყო გამოწყობილი. მას ტრადიციულად ქართველი დიზაინერების სამოსი ეცვა. SITUATIONIST-ის ელეგანტური წითელი პალტო, რომლითაც ის კაპიტოლიუმში იმყოფებოდა დიზაინერ ირაკლი რუხაძეს ეკუთვნის.

წყარო

 

წყარო

ინაუგურაციის საზეიმო მიღებაზე კი, რომელიც სამხრეთ კაროლინის შტატის წარმომადგენლების მიერ იყო ორგანიზებული, სალომე ზურაბიშვილი ქართველი დიზაინერის თამუნა ინგოროყვას მიერ შექმნილი წითელი ატლასის კაბით და თეთრი ყელსახვევით გამოჩნდა.  

წყარო

 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.