...

წერეთელზე ტროტუარი ჩავარდა

ვერდიქტი
ყალბი ამბავი

წერეთლზე ტროტუარი ჩავარდა

 

ფაქტ-მონიტორის ვერდიქტი: ყალბი ამბავი

 

5 თებერვალს,  სოციალურ ქსელში facebook, გვერდმა პოლიტიკა & საზოგადოება, გაავრცელა ფოტო წარწერით “უხარისხოდ გაკეთებულ წერეთლის გამზირზე ტროტუარი ჩავარდა”. ფოტოზე, რომელიც აღნიშნულ გვერდზე აღარ იძებნება, საკმაოდ ღრმა ნაპრალი ჩანდა, ტროტუარზე, ამოტეხილი ფილის ქვეშ.

წყარო

სინამდვილეში, ფოტო აღებულია ვიდეო-რგოლიდან, რომელსაც, საფინასო საკონსულტაციო ფირმა Barita ავრცელებს საკუთარ instagram გვერდზე. სარეკლამო რგოლი გვაჩვენებს, რომ   პატარ-პატარა ხარჯებით თვის განმავლობაში შესამჩნევ თანხას გვეკარგება.

წყარო

შესაბამისად, მოცემული ფოტო არ ასახავს წერეთელის გამზირზე ტროტუარის მდგომარეობას. ის ყალბი ამბის შესაქმნელად იყო გამოყენებული.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.