...

ნეტგაზეთი: OSCE PA-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” მხარი დაუჭირა პორტოს დეკლარაციას

ვერდიქტი
მცდარი

3 ივლისს დამოუკიდებელი ინლაინ მედია „ნეტგაზეთი“ საკუთარ ფესბუქგვერდზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ “ქართულმა ოცნებამ” მხარი დაუჭირა „პორტოს დეკლარაციას“.
წყარო
ინფორმაცია სოციალურ ქსელში უარყო ქართული დელეგაციის წევრმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დელეგაციამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, აშშ-ს წარმომადგენლის, ჯო უილსონის კომენტარების გამო: „ვაპროტესტებდით ცვლილებებს რეზოლუციის პროექტში, რომელიც ჯო უილსონის მხრიდან იყო ინიცირებული – მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც“ – დაწერა მან.
წყარო
4 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეზინფორმაცია უწოდა ინფორმაციას ქართული დელეგაციის მიერ რეზოლუციის მხარდაჭერის შესახებ: „არაფრისთვის არ დაგვიჭერია მხარი. სიცრუე და დეზინფორმაცია სადაც იწერება, იმ რეზოლუციას ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს“.
4 ივლისს ნეტგაზეთმა გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ მათ დამაზუსტებელი კითხვით მიმართეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას პრესსამსახურს, პასუხად კი პრესსამსახურის ხელმძღვანელისგან მიიღეს განმარტება, რომელიც ეწინააღმდეგება თავდაპირველ ცნობას. ნეტგაზეთი წერს: „განახლება (4 ივლისი, 18:27 საათი) – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ნეტგაზეთის კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე უპასუხა, რომ “ქართულ ოცნების” წევრებს ფინალურ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ“.
ნეტგაზეთი აღნიშნავს, რომ მათ 3 ივლისს იგივე კითხვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს.
ასევე, ნეტგაზეთის თქმით, შეცდომაში შემყვანი იყო 3 ივლისის პლენარული სხდომის ვიდეოჩანაწერიც, სადაც პორტოს დეკლარაციის და უშუალოდ საქართველოზე რეზოლუციის კენჭისყრისას არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა დაფიქსირებული.

წყარო

თუმცა ეს არგუმენტები ვერ აბათილებს „ნეტგაზეთის“ მიერ 3 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის მცდარობას, თითქოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა „პორტოს დეკლარაციას“.
საუბარია დეკლარაციაზე, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო 2025 წლის 3 ივლისს ქალაქ პორტოში. ის მოიცავს სხვადასხვა რეზოლუციებს, მათ შორის რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც პოლონელი დეპუტატის მიერ იყო ინიცირებული და მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვის. რეზოლუციაში გამოთქმულია კრიტიკა საქართველოს მთავრობის მიმართ და ნათქვამია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მისიამ გამოავლინა „არაერთი უწესრიგობა საარჩევნო პროცესში“.
წყარო
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.