...

ვიდეომანიპულაცია ემანუელ მაკრონზე ქართულენოვან სოცქსელებში რუსული პროპაგანდის კონტექსტში გავრცელდა 

ვერდიქტი
მანიპულაცია

საუბარია 10 მაისს, კიევისკენ მიმავალი მატარებლის კუპეში გადაღებულ 40 წამიან ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელებში მანიპულაციურად, ცუდი გამოსახულებით გავრცელდა და წარმოშვა ხმები, თითქოს ემანუელ მაკრონმა და ფრიდრიხ მერცმა კამერების წინ ნარკოტიკის მოხმარების დამადასტურებელი მტკიცებულებების დამალვა სცადეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში მატარებლით მიემგზავრებოდნენ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე ზელენსკისთან ერთად სამჯელოდ. ვიდეოში ჩანს, რომ ლიდერები ჟურნალისტების თხოვნით სამუშაო მაგიდასთან ბრუნდებიან და ემზადებიან ფოტოს გადასაღებად, ამ დროს ემანუელ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი მაგიდიდან რაღაც საგნებს იღებენ. 

წყარო

შემდეგ, როგორც მაღალი გაფართოების ფოტოებში (Reuters, EPA) გამოჩნდა, მაკრონმა მაგიდიდან აიღო გამოყენებული ქაღალდის ცხვირსახოცი, მერცმა პატარა ყავისფერი ნივთი, ერთ-ერთი ვერსიით კანაპეს ჩხირი. 

გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ვიდეო სპეკულაციების საგანი გახდა. ზოგიერთმა მომხმარებელმა, მათ შორის ცნობილმა ამერიკელმა კონსპიროლოგმა ალექს ჯონსმა, ჩათვალა რომ მაკრონმა კამერების დანახვაზე მაგიდიდან სწრაფად მოაშორა და ჯიბეში ჩაიდო „პაკეტი თეთრი ნივთიერებით“, ხოლო მერცმა ხელში დამალა „კოვზი“.    

 

წყარო

რუსულმა სამთავრობო პროპაგანდამ, რომელიც სისტემატურად ცდილობს უკრაინის პრეზიდენტი ნარკოდამოკიდებულად წარმოადგინოს, აღნიშნული ვიდეოც ამ ნარატივში მოაქცია და დასავლელი ლიდერების დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენა. პროკრემლისტური მედიით და რუსულენოვანი სოციალური ქსელებით აქტიურად გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს კამერებმა დააფიქსირეს, რომ ზელენსკისთან შეხვედრიდან დაბრუნებულმა დასავლეთის ლიდერებმა მატარებელში ნარკოტი მოიხმარეს.

წყარო

წყარო

წყარო

წყარო

წყარო

წყარო

რუსეთის მაღალი რანგის ჩინოვნიკების კომენტარებიდან გამორჩეული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას პოსტი, რომელიც თავის ტელეგრამ-არხში გამოაქვეყნა: „მას შემდეგ რაც ზელენსკის მორიგი ჯოჯოხეთური ინტრიგისკენ უბიძგეს, მოგვარების ჩასაშლელად და ევროპაში სისხლისღვრის გაგრძელებისთვის, როგორც ანეკდოტშია: ფრანგი, ინგლისელი და გერმანელი მატარებელში ჩასხდნენ და … შეუბერეს. ეტყობა იმდენად, რომ ჟურნალისტების მოსვლამდე ატრიბუტების აღება დაავიწყდათ (პაკეტის და კოვზის). ევროპის ბედს წყვეტენ ყველა გაგებით დამოკიდებული მედროვეები. დაუჯერებელი კადრები. თითქოს თავად უზენაესმა ახადა საბურველი ამ საზიზღრობას, რომ ვისაც თვალნი აქვს დაინახოს“.

წყარო

დეზინფორმაცია იგივე კონტექსტით გავრცელდა ქართულენოვან სოცქსელებში, სადაც რუსული გზავნილები სხვადასხვა ანგარიშებმა გაახმოვანეს. მაგ: წყარო ,

წყარო

დეზინფორმაცია გაავრცელა POSTV-მ, თუმცა ფეისბუქში მათი პოსტები ამჟამად აღარ იძებნება. გამორჩეულად გაზიარდა პოლიტიკის ექსპერტის, სოსო მანჯავიძის კომენტარი: „ხალხი სტრესის ქვეშ იყო რუსული დაბომბვების მოლოდინში და რა გასაკვირია, რომ კოკაინი ეყნოსათ? რუსეთთან ბრძოლა ყველაფერს ხსნის, იმასაც, თუ როგორ გარდააჭდეს ყელი ყელსა მაკრონმა და ზელენსკიმ“. მანჯავძის კომენტარი გაავრცელეს მედია სააგენტომ „მარშალ პრეს“, მედიაჰოლდინგმა „რეპორტიორი“, მედიაგამოცემამ „მხარე“ და სხვ.  

წყარო

წყარო

წყარო

რაც შეეხება დეზინფორმაციის გამოაშკარავებას. გაზეთმა „ლიბერასიონ“, 11 მაისის სტატიაში, სხვადასხვა სააგენტოს მიერ გადაღებული მაღალი გარჩევადობის ფოტოებზე დაყრდნობით ახსნა, რომ საგანი, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ჯიბეში მალავს არის ქაღალდის დაჭმუჭნული ცხვირსახოცი. ხოლო აკრძალული ნივთიერების პაკეტის ვერსია სავარაუდოდ დაბალი გარჩევადობის კადრების გამო გაჩნდა. ასევე არ არის „კოვზი“ ნივთი, რომელსაც ფრიდრიხ მერცი ხელში მალავს, ის სავარაუდოდ უნდა იყოს ჩხირი რომელსაც ყავის მოსარევად იყენებენ, ან კბილის საჩიჩქნი.  

წყარო

12 მაისს დეზინფორმაციას უპასუხა ელისეის სასახლემ, პლატფორმა X-ზე: „როდესაც ევროპის ერთიანობა ხელისშემშლელი ხდება, დეზინფორმაცია ისე შორს მიდის, რომ უბრალო ცხვირსახოცს ნარკოტიკად წარმოაჩენს. ამ ყალბ ამბებს ავრცელებენ საფრანგეთის მტრები, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რომ არ დავემორჩილოთ მანიპულაციას“. განცხადებას თან ერთვის მაღალი გარჩევადობის ორი ფოტო, ერთ-ერთზე ახლო ხედით ჩანს გამოყენებული, დაჭმუჭნული ქაღალის ცხვირსახოცი. ფოტოს აქვს წარწერა: „ეს არის ცხვირსახოცი ცხვირის მოსაწმენდად“. მეორე ფოტოს, სადაც პოლიტიკოსები ჩანან აწერია „ეს არის ევროპის ერთიანობა. რომ ავაშენოთ მშვიდობა“.

 

წყარო

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფაქტმონიტორი მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს მანიპულაციასთან. რუსული პროპაგანდა ცდილობს დეზინფორმაციის გამოყენებით საზოგადოებრივი აზრი თავის სასარგებლოდ შეცვალოს სხვა ქვეყნებში. 

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე. 

ბმული

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.