„მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა 4-ჯერ და კიდევ უფრო მეტად. მანამდე ეს იყო პრაქტიკულად მიტოვებული სფერო, ადამიანებზე ზრუნვა არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი, ეს ყველას ძალიან კარგად გახსოვთ. თავისთავად უკვე სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი ხელისუფლება ადამიანებზე ზრუნვას და კონკრეტულად ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. 4-ჯერ და მეტად არის გაზრდილი დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში. შესაბამისად, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 2012 წლის შემდეგ შემცირდა 73%-დან 41%-მდე, აქაც ხედავთ, რომ შთამბეჭდავი განსხვავებაა. გრძელდება ყველა წარმატებული ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. წყარო ფაქტმონიტორმა გადაამოწმა ირაკლი კობახიძის განცხადებაში მოყვანილი მონაცემები.მას შემდეგ, რაც 2013 წელს მკვეთრად შეიცვალა სახელმწიფოს კურსი ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში და მანამდე არსებული მიზნობრივი (მოწყვლადი) ჯგუფების ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფა ჩანაცვლდა სერვისების საყოველთაო მოცვით, გაიზარდა სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში.2012 წლის შემდეგ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების შესრულების მაჩვენებლების მიხედვით, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები ნომინალურ მაჩვენებლებში 4-ჯერ და მეტად, თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების შესრულების მაჩვენებლები წლების მიხედვით მლნ.ლარი წყარო გაზრდილია ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი, 2012 წელს ის შეადგენდა მშპ-ს 1.5%, 2024 წელს კი მშპ-ს 2.4%.2012 წლიდან შემცირდა მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების წილიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით ჯანდაცვის დანახარჯებში მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების წილი 2012 წელს იყო 73.4%, ხოლო 2022 წელს ამ მაჩვენებელმა შეადგინა 40,45%. წყარო შესაბამისად, ზემოთმოყვანილ მონაცემებზე დაყრდნობით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის სიმართლე და ობიექტურ მდგომარეობას ასახავს.რაც შეეხება მანამდე არსებული მდგომარეობის მისეულ შეფასებას, რომლის მიხედვით ეს სფერო „პრაქტიკულად მიტოვებული“ იყო. შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლის რეფორმა დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო მეტ-ნაკლები წარმატებით მიიწევდა წინ უნივერსალური მოცვის გზაზე.1990 წელს ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯავდა 130-135 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას.1994 წელს ეს თანხა შემცირდა 45 ცენტამდე.1995 – 1997 წლებში სახელმწიფომ შემოიღო სოციალური დაზღვევის სისტემა (3%+1% დამქირავებლისა და დაქირავებულის სავალდებულო შენატანი).2002 წელს შემოღებული იქნა სოციალური დაზღვევის გადასახადი (დასაბეგრი თანხის 31%, ამასთან, თითოეულ ფიზიკურ პირზე თვეში არანაკლებ 16 ლარისა).2007 წელს სახელმწიფომ კერძო სადაზღვეო კომპანიებს გადასცა თანხები მოწყვლადი (მიზნობრივი) ჯგუფებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. 2012 წელს ამოქმედდა პენსიონერების, 0-5 წლამდე ბავშვების, სტუდენტების, შშმ პირების ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების შესრულების მაჩვენებლები წლების მიხედვით მლნ.ლარი შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.