2025 წლის 17 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2″-სთვის მიცემულ ინტერვიუში კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” არც კი უმსჯელია და არც მიმდინარეობს მსჯელობა თვითმმართველობის არჩევნებზე. მან კატეგორიულად უარყო მსჯელობა პარტიის თვითმმართველობის მორიგ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
2025 წლის 02 ივნისს ტელეკომპანია ფორმულას პირდაპირ ეთერში კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ მისი აზრით თბილისის წართმევა და გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი, რუსული ქოცობისგან არის შესაძლებელი. აღნიშნულ ინტერვიუში იგი საუბრობს პარტიის მორიგ თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნული ვიდეო და შესაბამისი პოსტი გამოქვეყნდა ტელეკომპანია ფორმულას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. (სრულად ინტერვიუ იხილეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე)
ფაქტმონიტორმა შეისწავლა რა ზემოაღნიშნული საკითხი დაასკვნა, რომ სახეზეა პოლიტიკოსის მიერ პოზიციის ცვლილება. კერძოდ, პოლიტიკოსმა ირაკლი კუპრავამ ჯერ კიდევ მ/წლის მარტის თვეში კატეგორიულად უარყო თვითმმართველობის მორიგ არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე პარტიაში მსჯელობა, ხოლო ორი თვის შემდეგ, ივნისის თვის დასაწყისში განმარტა, რომ შესაძლებელია ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მუნიციპალიტეტის მოგება, რითაც დაუშვა შესაძლებლობა მორიგ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მიღების თაობაზე. შესაბამისად ფაქტმონიტორმა ირაკლი კუპრაძის განცხადებები შეაფასა, როგორც პოზიციის ცვლილება.
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე
