...

მამუკა მდინარაძე vs „ფაქტ-მეტრი“

ვერდიქტი
ვერდიქტის გარეშე

სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის 2025 წლის 29 მარტს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტს, რომელიც განსაკუთრებით სენსიტიურ თემას, 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა. მამუკა მდინარაძის პოსტი ეფუძნებოდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გაჟღერებულ საკითხებს, რომელზეც ადრე ასევე ყოფილა გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, ეს ეხებოდა როგორც 2008 წლის 7 აგვისტოს ცეცხლის გახსნის ბრძანებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ, ისე, ადგილობრივი მოსახლეობის გაუფრთხილებლობასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე მხარდაჭერას.

„ქართული ოცნების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ თითოეული საკითხი გამოკვეთა სწორედ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ.
აღნიშნულ თემას გამოეხმაურა ფაქტმეტრი რომელიც მრავალპროფილური ორგანიზაციაა და მათ შორის ფაქტების გადამოწმების საკითხზე მუშაობს, ფაქტმეტრის გავრცელებულ პოზიციას დამატებით მოყვა მამუკა მდინარაძის მხრიდან პასუხი მედიაში.  თემის აქტუალურობიდან გამომდინრე ფაქტმონიტორმა შეისწავლა საკითხი თუ რა გარემოებებს ეფუძვნებოდა თითოეული განცხადება.

როგორც აღინიშნა, 2025 წლის 29 მარტს მამუკა მდინარაძემ ისაუბრა რამდენიმე საკითხზე, რომლებიც აგვისტოს ომის თემაზე მუშაობისას გამოკვეთა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ. ეს საკითხები მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელშიც გაავრცელა. მის ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ (იხ. მაგალითად, წყარო, ასევე, წყარო):

1. დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე. ამას თავად დავალების მიმღები  გენერალი გოგავაც ადასტურებს.

2. ნაციონალურმა მოძრაობამ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, არ გააფრთხილა კოდორის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, რითაც სიკვდილისთვის გაწირა საკუთარი ქვეყნის ათასობით მოქალაქე.

3. ომიდან ორი თვის თავზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც: აღიარეს ომის დაწყება! ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული! 

წყარო – რეზოლუცია

„ფაქტმონიტორი“ დაინტერესდა „ფაქტ-მეტრის“ სტატიით, რომელიც 2025 წლის 8 აპრილს გამოქვეყნდა (იხ. ბმული). „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ მამუკა მდინარაძის ნათქვამი ცეცხლის გახსნის თაობაზე არის ტყუილი. კერძოდ, ვერდიქტის განმარტებაში ვკითხულობთ შემდეგს: „სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო ან დადგენას საჭიროებდა ის ფაქტი, გასცა, თუ – არა ცეცხლის გახსნის ბრძანება პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ტყუილია, რომ ეს მხოლოდ თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად დადგინდა“.

მოცემულ დასკვნაში განვითარებული მსჯელობა და მამუკა მდინარაძის განცხადება ერთმანეთთან გარკვეულ შეუსაბამობაში მოდის. პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ პოლიტიკოსის განცხადებაში (პოსტში) არსადაა მითითება იმაზე, რომ მხოლოდ საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდში მოხდა საკითხის დადგენა. პოსტში ხაზგასმაა იმ საკითხებზე, რაზეც გამახვილდა ყურადღება.

მეორე საკითხია მნიშვნელოვანია, რომ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო სამივე საკითხის თაობაზე, რადგან მამუკა მდინარაძის პოსტიდან ამგვარი შინაარსი არ იკვეთება.

მეტიც, „ფაქტ-მეტრს“ თავად აქვს მოყვანილი წყაროები, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ცეცხლის გახსნის ბრძანებას ეხება (იხ. წყარო). იქვე მითითებაა დროებით საგამოძიებო კომისიასა და ამ კომისიის ფარგლებში 2008 წელს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე: „ამ კითხვაზე, განვახორციელეთ, თუ – არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი ქვეყნის და ერის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიული ხელისუფლებ(იხ. წყარო).

2025 წლის 8 აპრილს მამუკა მდინარაძე თავად გამოეხმაურა „ფაქტ-მეტრის“ მიერ გავრცელებულ ვერდიქტს (იხ. წყარო), ხოლო ქრონიკაში მან სატელევიზიო გადაცემაშიც დააფიქსირა თავისი პოზიცია (იხ. წყარო)

„ფაქტმონიტორმა“ მოიძია სამივე საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია: 2008 წლის 7 აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგიის თაობაზე ფართო მასებისთვის ცნობილია ჯერ კიდევ 2008 წლის საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც ასევე გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში. დასკვნაში, რომელიც ამ კომისამ გამოაქვეყნა ვკითხულობთ:  

„23:35 საათზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ზაზა გოგავა საქართველოს პრეზიდენტისგან იღებს ინფორმაციას საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ… საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა პირველად – რუსეთის და ოსური ფორმირებების მხრიდან თავდასხმების შემდეგ – 7 აგვისტოს 23:50 საათზე განახორციელეს სამხედრო მოქმედებები და შეიყვანეს კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული ტექნიკა და ჯარები“ (იხ. წყარო). თავად მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აქვს ნათქვამი, რომ გასცა ბრძანება ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ. არაერთი დამადასტურებელი წყარო თავად „ფაქტ-მეტრის“ სტატიაშია მოყვანილი.

რაც შეეხება გენერალ ზაზა გოგავას, მან 2025 წლის პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე 7 აგვისტოს მოვლენებზე საუბრისას გაიმეორა იგივე, რაც ადრე ჰქონდა ნათქვამი (წყარო − საკითხზე მსჯელობა იხ. 54:26 წუთიდან). რაც შეეხება მამუკა მდინარაძის მიერ ნახსენებ მე-2 საკითხს, ის კომისიაზე უმაღლეს სამხედრო პირებთან საუბრისას გამოიკვეთა. რატომ არ იყო გაფრთხილებული მოსახლეობა საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ, გენერლებმა იმით ახსნეს, რომ 7 აგვისტოს გვიან ღამემდე ჰქონდათ იმედი, რომ ესკალაცია ჩაცხრებოდა.   

მე-3 საკითხზეც იყო მსჯელობა 2025 წლის პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე. მამუკა მდინარაძე წერს, რომ მაშინდელმა მთავრობამ ომიდან ორი თვის შემდეგ მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რითაც ფაქტობრივად ომის დაწყება აღიარა. საუბარია რეზოლუციაზე 1633 (2008), საქართველოს და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ, რომლის მე-5 პუნქტში წერია, რომ საქართველომ გაუფრთხილებლად დაიწყო ცხინვალის დაბომბვა და ესკალაცია ღია და სრულმასშტაბიანი ესკალაციის საფეხურზე გადავიდა. აქვე ნახსენებია „მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით“ (იხ. წყარო).

შესაბამისად, „ფაქტმონიტორს“ მიაჩნია, რომ მამუკა მდინარაძის პოზიცია ეფუძნება სხვადასხვა წყაროებით გავრცელებულ მსჯელობას და კომისიის ფარგლებში გამოვლენილი საკითხის ერთობლიობით შეჯერებას. კერძოდ, ა) 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე ცეცხლის გახსნის საკითხზე მისი პოზიცია ეფუძნება 2008 წლის საპარლამენტო კომისიის დასკვნას; ბ) ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოსახლეობის გაუფრთხილებლობის საკითხი ეფუძნება გენერალ ზაზა გოგავას ნათქვამს 2025 წლის კომისიაზე; გ) ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან მიმართებით პოზიცია კი ეფუძნება გავრცელებულ დოკუმენტს, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებაში.

ამდენად, გავრცელებული პოსტიდან იკვეთება, რომ მამუკა მდინარაძე მსჯელობს საკითხზე, სადაც იგი ეფუძნება გარკვეულ გარემოებებს და სადაც იგი წარმოაჩენს საკითხს არა გარემოებებთან შეუსაბამოდ, არამედ, თავისი ინტერპრეტაციის ფარგლებში და არ უსვამს ხაზს, რომ მხოლოდ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებზე დადგინდა ზემოაღნიშნული საკითხები.

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ „ფაქტმონიტორის“ ოფიციალურ საიტზე ბმული

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.