...

ტვ პირველი: კობახიძე გეგმავს განათლების რეფორმისთვის ფული უნივერსიტეტების ქონების გაყიდვით ამოიღოს

ვერდიქტი
მანიპულაცია

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს წარადგინა „საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტი“, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების სისტემის გარდაქმნას, რასაც ჩვენი განათლების ხარისხის ევროპულთან გათანაბრება უნდა მოჰყვეს. პროექტი 4 წელზე არის გათვლილი, მის განსახორციელებლად დაგეგმილია ყველა არსებული რესურსის გამოყენება, სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის ჩათვლით. პროექტი ამჟამად საჯარო განხილვების ფაზაშია, საბოლოო სახის მიღების შემდეგ გაივლის სამთავრობო კომისიას და დამტკიცდება მთავრობის მიერ.

წყარო

ამჟამად, საუნივერსიტეტო განათლებაში დაანონსებული ძირეული ცვლილებები ფართო განხილვების საგანს წარმოადგენს. განათლების ექსპერტები საუბრობენ როგორც განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე, ასევე რისკებზე, რაც უნივერსიტეტების ავტონომიის შეზღუდვაში და დასავლური საგანმანათლებლო სისტემისგან იზოლაციაში შეიძლება გამოიხატოს. ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაციებიც, განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტების საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მასობრივი გასხვისების თემაზე. მაგალითად ტელეკომპანია “ტვ პირველის” მიერ 27 ნოემბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია მანიპულაციურად არის წარმოდგენილი.

 კობახიძე განათლების რეფორმისთვის ფულის ამოღებას ისევ უმაღლესი სასწავლებლების ქონების გაყიდვით გეგმავს“- ამ შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში „ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა.

წყარო

ფაქტმონიტორის გადამოწმებით უნივერსიტეტების შენობების მასშტაბური გაყიდვის გეგმა არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში, პროგრამაში ან განცხადებაში არ დაფიქსირდა, ამავე დროს თავად ირაკლი კობახიძემ კი ტელეკომპანიაიმედისეთერში საკითხი გარკვევით განმარტა: “თბილისში არის საინტერესო ადგილმდებარეობებზე არაერთი შენობა, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხსაც, რომ ამ შენობების რეალიზაციის სანაცვლოდ, ავაშენოთ სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ა შევეხებით ისეთ შენობებს, რომლებიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, რაც ჩვენი კულტურის და ისტორიის ნაწილია. არ შევეხებით მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსს, მეორე კორპუსს, სამედიცინო უნივერსიტეტს, ასეთ შენობებს, მაგრამ არის შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება, აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო

ასევე ინტერესის საგანია რეფორმის ვადები და იმ სტუდენტების საკითხი, რომლებიც ახლა სწავლობენ. გეგმის მიხედვით სტუდენტების უნივერსიტეტებში მიღება მომდევნო აკადემიური წლიდან ახალი მოდელის შესაბამისად დაიწყება, სექტემბრამდე მოესწრება კანონმდებლობის გადახედვა, ისევე როგორც შრომის ბაზრის ანალიზი, ხოლო თუმცა ისეთი საკითხების გადაჭრას, როგორიც არის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ახალი სახელმძღვანელოების შედგენა, დაახლოებით, 4 წელი უნდა დასჭირდეს.

აქვე მოგვყავს ირაკლი კობახიძის განმარტებები, რომლებიც მან პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ქართულმა ოცნების მიერ ინტერპელაციის წესით იყო მიწვეული.

უნდა ამოქმედდეს დაფინანსების ახალი მოდელი. აქ მინდა დავაკონკრეტო, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელიც უკვე სწავლობს უნივერსიტეტებში, რომლებსაც უკვე ჩაბარებული აქვთ, არსებული დაფინანსების, საგრანტო მოდელით გააგრძელებენ სწავლას. მათი მდგომარეობა არ შეიცვლება. ყველა შეძლებს დაამთავროს სწავლა იმ უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა“.

„როგორც არ უნდა გადათამაშდეს კვოტები, დაფინანსების მოდელი, არც ერთ შემთხვევაში არ შეეხებათ მოქმედ სტუდენტებს, რომლებსაც უკვე კონკრეტული პირობებით აქვთ ჩაბარებული შესაბამის უნივერსიტეტებში“.

3+1+1 სისტემაზე სრული გადასვლა, ასევე, 4 წელიწადში, თუმცა აქაც, მანამდე დავიწყებთ სისტემის ცვლილებას. ხარისხის მართვის სისტემის მოწესრიგებას დრო დასჭირდება. რა თქმა უნდა, აქაც აქედანვეა მუშაობა დასაწყები, თუმცა ალბათ, თვისებრივად დასახვეწად 3-4 წელიწადი იქნება საჭირო. რაც შეეხება პროგრამების დახვეწასა და სახელმძღვანელოების შექმნას, აქაც ვფიქრობთ, რომ 4 წლიან პერსპექტივაში შესაძლებელია თვისებრივად კონკრეტული ამოცანების შესრულება და მიზნების მიღწევა” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.

 

 

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.