...

მამუკა მდინარაძის სახელით სოციალურ ქსელში ყალბი ციტატა გავრცელდა

ვერდიქტი
ყალბი ამბავი

„ვინც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ხელისუფლებას მოვითხოვთ მათ დეპორტაციას რადგან ქართულ ციხეში მოიხადონ 60 დღე“.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი.

 ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ე.წ ‘ქარდი’, რომელიც ეხებოდა მპგ „ქართული ოცნება − დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივანისა და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის არარსებულ განცხადებას. კერძოდ, ჟურნალისტი მამუკა მდინარაძის სიტყვებად ასაღებს შემდეგს: „ვინც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ხელისუფლებას მოვითხოვთ მათ დეპორტაციას რადგან ქართულ ციხეში მოიხადონ 60 დღე“.  ე.წ. „ქარდს“ დატანილი აქვს „მთავარი არხის“ ლოგო და გავრცელებულია იმგვარად, რომ სწორედ ამ ტელევიზიის მიერაა ინფორმაცია განთავსებული. „ფაქტ მონიტორის“ გადამოწმებით, ყოველივე კი წარმოადგენს ყალბ ამბავს.

 

წყარო

 

 

„ფაქტ მონიტორმა“ გადაამოწმა გიორგი ფოფხაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც საკმაოდ სენსიტიურ საკითხს ეხება. არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მით უმეტეს აქტუალურია თემატიკა საზოგადოებისთვის. ერთი მხრივ, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, ხოლო, მეორე მხრივ, ქართველი ემიგრანტების რაოდენობა, ამ განცხადების ნახვადობას ზრდის.

 

 „ქარდი“ ვირუსულად გავრცელდა საზოგადოებაში. შესაბამისად, აიტაცა და გაიზიარა სოციალური მედიის ბევრმა სხვა მომხმარებელმა. იხ. მაგალითად, წყარო

„ფაქტ მონიტორის“ შემოწმებით დადგინდა, რომ არც გიორგი ფოფხაძის მიერ „ქარდის“ გავრცელების დღეს (19.02.2025), და არც იქამდე, მამუკა მდინარაძეს მსგავსი შინაარსის კომენტარი არ გაუკეთებია. მეტიც, მას საკითხი ინტერპრეტირებული კუთხითაც კი არ წარმოუჩენია, დამატებით უსვავს ხაზს სიყალბეს.

 

„ფაქტ მონიტორმა“ საკითხი გადაამოწმა „მთავარი არხის“ სოციალური მედიის გვერდზეც (იხ. წყარო) და აღმოაჩინა, რომ აღნიშნული ტელევიზიის მიერ ინტერნეტ სივრცეში მსგავსი შინაარსის „ქარდი“ არ განთავსებულა. შესაბამისად, ვინაიდან ასეთი „ქარდი“ არ გავრცელებულა ტელევიზიის მიერ (რომელიც უნდა ყოფილიყო მისი წყარო), „ფაქტ მონიტორი“ გიორგი ფოფხაძის განცხადებას მიიჩნევს, როგორც ყალბ ამბავს.  

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.