* მტკიცებულებების თანაზომიერების აღდგენის მიზნით სტატია ჩასწორდა და შეივსო ახალი მონაცემებით,.
ვედიქტი: მანიპულაცია
პოლიტიკური პარტიების ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერები არაერთ განცხადებასა თუ ფეისბუქ სტატუსში განმარტავენ, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა ევროკავშირისგან მიიღოს 14 მილიარდიანი დაფინანსება, რომლის მიღება შეუძლებელია პარტია „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.
აქვე იხილეთ პაატა მანჯგალაძის განცხადება.
აქვე იხილეთ ხატია დეკანოიძის კომენტარი:
აქვე იხილეთ გიორგი ვაშაძის კომენტარი:
წარმოდგენილი განცხადება ორი ნაწილისგან შედგება. ისინი ბუნებრივად უკავშირდება ერთმანეთს და დოვლათის დაკარგვის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ერთი არის ნარატივი 14 მილიარდ ევროზე, რომელიც შეიძლება ევროკავშირიდან მიიღოს საქართველომ. ამ თემაზე სტატია ვერდიქტით “მანიპულაცია”ფაქტმონიტორმა ადრეც გამოაქვეყნა იხ. ბმული
მეორეა მოსაზრება, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია მივიღოთ წვდომა ამ დაფინანსებაზე. იგივეს აცხადებენ ევროპელი პოლიტიკოსებიც, ისინი, ვინც უნდა გადაწყვიტოს რამდენად იმსახურებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას და სარგებლობას ყველა იმ სიკეთით, რაც ამ პროცესში შეიძლება მივიღოთ.
იხილეთ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 19 აპრილის განცხადება ე.წ. “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით: “მინდა ვთქვა გარკვევით: ეს კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭი უყარეს, არა თუ დაახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ პირიქით…”
იხილეთ 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების მიხედვით ევროპულმა საბჭომ საქართველოს მთავრობას არსებული კურსის შეცვლისკენ მოუწოდა, რადგან არსებული კურსი აზიანებს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ და „იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას“.
იხილეთ პაველ ჰერჩინსკის 9 ივლისის განცხადება, სადაც საქართველოში ევროკავშირის ელჩი ამბობს რომ “საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს შეაჩერონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“.
შესაბამისად განცხადების ეს ნაწილი არის სიმართლე, თუმცა მას მანიპულაციურად უკავშირდება შეცდომაში შემყვანი ნარატივი 14 მილიარდ ევროზე, რომელიც შეიძლება საქართველომ ევროკავშირისგან მიიღოს.
კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების წინა პერიოდში ნამდვილად გამოეყოფათ ფინანსური დახმარება – რეფორმების ჯაჭვის დასასრულებლად და საკუთარი ეკონომიკების გასამართად. ამ დახმარების მიზანი არის მათი გაძლიერება, რომ გაწევრიანების შემდეგ გაერთიანების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეძლონ.
2007 წლიდან ევროკავშირი გაფართოების რეგიონის ფინანსური დახმარებისთვის ერთადერთ საშუალებას იყენებს, ეს არის გაწევრიანებისწინა მხარდაჭერის ინსტრუმენტი – IPA (Instrument for Pre-accession Assistance).
2007-2013 წლებში IPA-ს ბიუჯეტი იყო 11,5 მილიარდი ევრო.
მისი მემკვიდრე – IPA II, 2014-2020 წლებში დაფინანსდა 12,8 მილიარდი ევროთი.
მრავალწლიანი ფინანსირების საბიუჯეტო პაკეტი, IPA III შეადგენს 14, 162 მილიარდ ევროს და მოიცავს 2021-2027 პერიოდს.
თუმცა IPA III -ის შემთხვევაში ფინანსირება ნაწილდება არა ქვეყნების, არამედ თემატური პრიორიტეტების მიხედვით, მაგ. ხარჯების მეტი ნაწილი განკუთვნილია “მწვანე” ინციატივებზე. IPA III ამით მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი წინამორბედი ინსტრუმენტებისგან, რომელთა საშუალებით წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს მნიშვნელოვანი თანხები რეფორმების მხარდასაჭერად. კანდიდატის სტატუსის მიღებამ შეიძლება საქართველოსაც გაუხსნას გზა ამ ფინანსური ინსტრუმენტისკენ, თუმცა . მოცემულ მომენტში IPA III-ს ბენეფიციარები არიან: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.
ევროკავშირის 14 მილიარდიანი დაფინანსების შესახებ, იხ. ფაქტმონიტორის მიერ ადრე გამოქვეყნებული სტატია.
ამდენად, ფაქტმონიტორის მიერ უკვე შესაწავლილი იქნა ევროკავშირის მიერ 14 მილიარდიანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა და წინაპირობები, რაც დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ზემოაღნიშნულ ბმულზე. რაც შეეხება მოცემულ სტატიაში, პოლიტიკური სუბიექტების მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებულ კომენტარებს, აღნიშნული კომენტარები შეიცავს მანიპულაციის ნიშნებს, მართალია, თვითონ ევროკავშირის დაფინანსებაში, საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას გაწევრიანების წინა პერიოდში შეუძლია მიიღოს დაფინანსება, თუმცა კონკრეტულად 14 მილიარდიან დაფინანსებას საქართველოს არავინ დაპირებია. დაფინანასების ოდენობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და კონკრეტული ციფრის დაპირება თვითონ ევროკავშირსაც კი არ განუხორციელებია.
ამასთან, პოლიტიკური სუბიექტები თავს იკავებენ კონკრეტული დაფინანსების წყაროების დასახელებისგან, იქნება ეს ევროკავშირის ფონდები თუ სხვა, რის საფუძველზეც ისინი დარწმუნებით განმარტავენ, რომ საქართველოს უკვე აქვს შესაძლებლობა მიიღოს ზუსტად 14 მილიარდის დაფინანსება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დაფინანსების მიღება დამოკიდებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება საქართველოს მმართველობის სათავეში. პოლიტიკური სუბიექტები კი დაფინანსების მიღების აუცილებელ წინაპირობას ასახელებენ მოქმედი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” მმართველობის სათავეებიდან ჩამოშორებას, შესაბამისად მოახლოებულ არჩევნებზე მათ გადარჩევას. აღნიშნული განმარტება კი წარმოადგენს პირდაპირ და მიზანმიმართულ მანიპულაციას, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ ევროკავშირის დაფინანსება დამოკიდებულია სახელმწიფოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება სახელმწიფო მმართველობის სადავეში. ევროკავშირს მსგავსი დათქმა თუ ჩანაწერი არ გააჩნია.
ევროკავშირის დაფინანსება მიმართულია სახელმწიფოსკენ, სახელმწიფოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და არა სათავეში მყოფი ხელისუფლების დაფინანსებისთვის.

